პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.

 „ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი თითოეული მოქალაქისთვის, კერძო სექტორისთვის; ეს იქნება ძალიან ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება ძალიან მაღალ დონეზე იქნება დაცული. მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ  რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, იქნება კიდევ უფრო დიდი მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც 24 საათი იშრომა, რათა გუდაურის პროექტი გამხდარიყო რეალობა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.