პუბლიკაციები
საქინფორმი: მარადიული ხსოვნა გმირებს, რომლებმაც ახალი წლის წინ მშობლიური სახლები დატოვეს, რათა სირიაში რუსი ჯარისკაცისთვის მიელოცათ!

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. „ორშაბათი რუსეთში Ту-154-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა გლოვის საერთონაციონალურ დღედ გამოცხადდა“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

 ერთი კვირაც არ გასულა, რაც 19 დეკემბერს ანკარაში რფ–ის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი მოკლეს. და აი, გუშინ დილით ახალი საზარელი ტრაგედია მოხდა...

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი ტუ-154 სოჭიდან სირიის ლატაკიაში მიფრინავდა. ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 83 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი.

 მგზავრებს შორის იყვნენ სამხედროები, ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის 68 მუსიკოსი და ჟურნალისტები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი რუსულ სამხედრო ბაზა ჰმეიმიზე რუსი ჯარისკაცებისთვის ახალი წლის მისალოცად მიფრინავდნენ. ჟურნალისტებს შორის იყვნენ რუსეთის პირველი არხის სამი თანამშრომელი, НТВ-ს გადამღები ჯგუფი და ტელეკომპანია "ზვეზდას" სამი თანამშრომელი.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი ტუ-154 შავ ზღვაში ჩავარდა. სააგენტო "იტარ-ტასი" –ის ინფორმაციით, ლაინერი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც შავი ზღვის რუსული აკვატორიის თავზე მანევრს ასრულებდა. კრასნოდარის ოლქის ძალოვან სტრუქტურებში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროდან 1,5 კილომეტრში აღმოჩენილია თვითმფრინავის ნაწილები.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ-154-ის კატასტროფის ძირითად მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება. ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება. როგორც საგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ტექნიკური გაუმართაობის ვერსია ამჟამად პრიორიტეტულია. ამასთან, “ინტერფაქსის” ცნობით, ტერაქტის ვერსია პრაქტიკულად გამოირიცხა.

 თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმფრინავს პირველი კლასის მფრინავი რომან ვოლკოვი მართავდა.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ უკვე გამოაქვეყნა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების სია. მათ შორის არის ცნობილი რუსი ჰუმანიტარული აქტივისტი ელიზავეტა გლინკა, რომელიც ცნობილია სახელით დოქტორ ლიზა”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბორტზე მყოფთა ოჯახის წევრებს ავიაკატასტროფის გამო უკვე მიუსამძიმრა.

თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული მონაცემებით, შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ  84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა.

ჩვენ, ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ჟურნალისტები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საზარელი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ჩვენი რუსი კოლეგები. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს, მთელ რუს ხალხს.

საქინფორმი ემხრობა РБК–ს ვერსიას – რომ ეს იყო ტერაქტი და გამოთქვამს რწმენას, რომ კატასტროფის მიზეზი დადგინდება. მარადიული ხსოვნა გმირებს, რომლებმაც ახალი წლის წინ მშობლიური სახლები დატოვეს, რათა მიელოცათ რუსი ჯარისკაცებისთვის, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან სირიელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს რომ იცავდნენ! მარადიული ხსოვნა თვითმფრინავში მყოფ სამხედროებსა და დოქტორ ლიზას, რომელსაც ომში დაზარალებული სირიელებისთვის წამლები მიჰქონდა