საზოგადოება
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის საქმიანობაში პრობლემას ვერ ხედავს

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილი თქმით, თუ არსებობს რაიმე პრობლემა, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

 “პირადად მე ქალბატონი შორენას საქმიანობაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ არსებობს პრობლემა, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული უმაღლესი იერარქების მხრიდან”, - განაცხადა დეკანოზმა. 

 როგორც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ხელში, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა.