სამართალი
მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტზე აფთიაქების ხელმძღვანელები დააკავეს

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტზე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი დააკავეს. ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 ”ბრალდებულებმა სხვადასხვა პირის სახელზე რეგისტრირებული 53 ავტორიზებული აფთიაქის გამოყენებით, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით, თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდას, ხოლო მათ მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დადების გზით გადამალული ქონების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4 639 234 ლარი”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.