საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ მზადაა იაპონიის ოკინავას პრეფექტურას გადასცეს კუნძულის ჩრდლოეთით მდებარე ტერიტორიების ნაწილი, სადაც ამერიკის სამხედრო ობიექტებია განთავსებული. დაბრუნებას ექვემდებარება კუნიგამისა და ჰიგასის დასახლებულ პუნქტებს შორის მდებარე 4 ათასი ჰა მიწა. ტერიტორიები 7.8 ათას ჰა მიწაზე განთავსებული ე. წ. ჩრდილოეთ საწვრთნელი პოლიგონის შემადგენლობაში შედის.
„ოკინავაზე საწვრთნელი პოლიგონის შემცირება ზეგავლენას არ მოახდენს ჩვენს მისწრაფებასა და უნარზე, ვიმუშაოთ იაპონიის მთავრობასა და თავდაცვის ძალებთან“, – განაცხადა კონტინგენტის სარდალმა ლოურენს ნიკოლსონმა და დსძინა, რომ მომავალში ქვეყანამ შესაძლოა განაგრძოს იაპონიისთვის მიწების დაბრუნების პოლიტიკა, რომლებსაც სამხედრო ბაზების განთავსებისთვის იყენებენ, პატივისცემით ეკიდება რა ოკინავას მცხოვრებთა სურვილს, შემცირდეს ამერიკის სამხედრო ყოფნა.