საზოგადოება
პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში "იცემა" - ქორეპისკოპოსი იაკობი

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ამ სიტყვებით ქორეპისკოპოსმა ბოდბის ტაძარში შეკრებილ მრევლს 5 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, მიმართა.

 „ერთი იმ გუნდის წევრისაგან, რომელიც იყო, საპატრიარქოშივე გაილახა. მაგაზეც მივედი უწმინდესთან, რადგან ჩემმა მხარში მდგომმა მიბერტყა“, - ამბობს ქორეპისკოპოსი იაკობი.

 პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი მეუფე იაკობმა ილია მეორის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში დაადანაშაულა და მისი "ჩამოშორების" პირობაც დადო. 

 საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა არ დამალა, რომ გარკვეული უთანხმოება ქორეპისკოპოსის თანაშემწესა და დაცვის წევრებს შორის მოხდა, მაგრამ ეს ინციდენტი სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო და არა ფიზიკური დაპირისპირება.

 „სინოდი ვერ გადაწყვეტს. ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. მე არ მგონია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, აბსურდულად მიმაჩნია, რომ პატრიარქი დატოვონ დაცვის გარეშე“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

 პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხზე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.