საზოგადოება
დაპირისპირება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში: საპატრიარქოს დიდი ხნის წინანდელი შიდა დაპირისპირება გარეთ გამოვიდა

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. არსებულ დაპირისპირებაზე ეკლესიაში პირველად ეპისკოპოსმა იაკობმა თავის ქადაგებაში ილაპარაკა, სადაც ის სასულიერო პირებსა და პატრიარქის დაცვის წევრებს შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობდა.

 პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი მეუფე იაკობმა უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში დაადანაშაულა.

 ამ სიტყვებით ქორეპისკოპოსმა ბოდბის ტაძარში შეკრებილ მრევლს 5 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მიმართა. 

 მეუფე იაკობის ქადაგება კი მოჰყვა გაზეთ “პრაიმ ტაიმში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის შესახებაც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, სადაც საუბარი იყო ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ქორეპისკოპოსის მეუფე თეოდორესათვის 1.5 მილიონად შეფასებული პენთჰაუსის ჩამორთმევის ფაქტზე.

 სტატიას საპატრიარქომ სპეციალური განცხადებით უპასუხა (იხ. რუბრიკაში „რელიგია“), სადაც სტატიაში მოყვანილი ფაქტები კატეგორიულად უარყო.