სამართალი
საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ჯვარი-მესტიის გზაზე, ხაიშის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივი მცხოვრები იყო. იგი მიკროავტობუსით მოძრაობდა, გზის ეს მონაკვეთი ჩაკეტილი იყო, მამაკაცი კი მიკროავტობუსიდან გზის სანახავად გადმოვიდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.