საზოგადოება
დღეს, 14 იანვარს, ქართული თეატრის დაარსებიდან 161 წლისთავი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრეს-სამსახურში აცნობეს, დღეს ქუთაისში იმ ადამიანებსაც დააჯილდოვებენ, რომლებიც ქართულ თეატრში აქტიურად მოღვაწეობდნენ და მის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.ამჟამინდელი ზეიმის თავისებურება იმაშიცაა, რომ ის ემთხვევა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის 130 წლისთავს, რაც განსაკუთრებულ ელფერს შესძენს სადღესასწაულო ღონისძიებების მსვლელობას.
ქართული თეატრი 1850 წლის 14 იანვარს დაარსდა. იმ დღეს თბილისში კლასიკური გიმნაზიის დარბაზში სპექტაკლი გიორგი ერისთავმა წარმოადგინა. პირველი დადგმა "გაყრა", რომლის ავტორიც თავად იყო, რეჟისორიც და ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც, დიდი წარმატებით ჩატარდა.