სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე .., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ბათუმში, მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს 199 აბი ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი 2400 ლარად მიჰყიდა.

 პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 10 აბი ექსტაზი და 3 აბი MDMA ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად  მიღებული თანხა და 40 აბი ექსტაზი.