უცხოეთი
სირიის არმიამ ალეპოში უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორები დაატყვევა

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. უცხოური მედიის ცნობით, სირიის არმიამ ალეპოში ბოევიკების მხარეზე მებრძოლი უცხოელი სამხედრო სპეციალისტების დატყვევება მოახერხა. კერძოდ, გამოცემა 21st Century Wire იტყობინება, რომ სირიის სპეცნაზმა ტყვედ ჩაიგდო 14 ინსტრუქტორი – მაღალჩინოსანი ოფიცერი (ბრიგადის გენერლის ჩათვლით), რომლებიც აღმოსავლეთ ალეპოში ბუნკერში იმალებოდნენ. ესენი არიან საუდის არაბეთის, იორდანიის, მაროკოს, ყატარის, აშშ–სა და ისრაელის წარმომადგენლები.

 დატყვევებულ ოფიცერთა ქვემომოყვანილი სია სრული არ არის, დაკავებულ ოფიცერთა რიცხვი გაცილებით დიდია, საუბარი ხომ ერთბაშად სირიაში მომუშავე უცხოური დაზვერვის რამდენიმე ჯგუფს შეეხება. ამიტომ, სავარაუდოდ, სიაში თანამდებობის პირთა ნამდვილი სახელები და გვარები არ არის მითითებული, რადგან ისინი ყალბ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტებს იყენებდნენ.

 მუთაზ კანოღლუ (თურქეთი)

 დევიდ სკოტ ვინერი (აშშ)

 დავიდ შლომო არამი (ისრაელი)

 მაჰმუდ თამიმი (ყატარი)

 მაჰმუდ აჰმედ ასაბიანი (საუდის არაბეთი)

 აბდ –ელ–მენჰამ ფაჰდ ალჰარიჯი (საუდის არაბეთი)

 ისლამ სალამ ეზ–ზაჰრან ალ–ჰაჯლანი (საუდის არაბეთი)

 აჰმედ ბენ ნაუფილ ალ დარიჯი (საუდის არაბეთი)

 მაჰმუდ ჰასან ას–საბინი (საუდის არაბეთი)

 ჰამად ფაჰად ად–დოსრი (საუდის არაბეთი)

 ამჯად კასემ ათ–თირაუი (იორდანია)

 კასემ საად აშ–შამრი (საუდის არაბეთი)

 აიმან კასემ ად–თაჰალბი (საუდის არაბეთი)

 მაჰმუდ ეშ–შაფინი ელ–იდრისი (მარიკო)

 სხვა წყაროს – სირიელი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის საიდ ჰილალ ალ–შარიფის ცნობით, სირიის არმიის ტყვეობაში იმყოფებიან ოფიცრები ნატოს წევრი ქვეყნებიდან: აშშ, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და ისრაელი, კერძოდ კი:

 22 ამერიკელი ოფიცერი

 16 ბრიტანელი ოფიცერი

 21 ფრანგი ოფიცერი

 7 ებრაელი ოფიცერი

 62 თურქი ოფიცერი

ტყვეთა ჯგუფს იცავს სირიის საავიაციო სამსახურის სპეცნაზი –  САС.