საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ახალ ანალიტიკურ ჩანაწერში აშშ–ის ნაციონალური უსაფრთხოების მთავარ საფრთხეთა სიაში რუსეთი არ არის, იტყობინება გამოცემა Foreign Policy თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით. საფრთხეთა სია პენტაგონს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა გადასცა.
ამერიკის სამხედრო სამინისტროს ანალიტიკური წერილი შედგენილი იქნა უსაფრთხოების სფეროში მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა რეიტინგის შესატყვისად.
წერილში ნათქვამია დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის შესახებ, კიბერუსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავებასა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების აუცილებლობაზე, ტრამპის გარდამავალი გუნდის წევრებისთვის ყოველდღიური ბრიფინგების გამართვის შესახებ, სადაც ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. „თუმცა, წერილში ერთხელაც არ არის ნახსენები რუსეთი“, – წერს გამოცემა.
არადა, რამდენიმე დღის წინ აშშ–ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალმა დანფორდ ჯოზეფმა განაცხადა, რომ რუსეთი „აშშ–სთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს“.
ჟურნალისტის აზრით, ანალიტიკური წერილი წარმოადგენს ვაშინგტონის საგარეო პოლლიტიკური ორიენტირების მომავალი ცვლილებების კიდევ ერთ დასტურს.