აქტუალური
სიახლე დიეტური საკვების მოყვარულთათვის

petrodietმალე ქართულ ბაზარზე ახალი დიეტური პროდუქტები გამოჩნდება. საქართველოში დიეტური და დიაბეტური პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "პეტროდიეტ ჯორჯია" ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის - ირაკლი გაგნიძის განცხადებით, კომპანიას პროდუქცია რუსეთიდან შემოაქვს. ამიტომ ქართულ ბაზარზე მათი ფასი ევროპულ ანალოგებთან შედარებით დაბალია.

"პეტროდიეტ ჯორჯიას" სადღეისოდ 130–მდე დასახელების დიეტური და დიაბეტური ტკბილეული შემოაქვს. მიმდინარე წელს კი ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ტკბილეულთან ერთად სხვა სახის დიეტური და დიაბეტური საკვები პროდუქტებიც შემოვა.