საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. დელეგაცია თბილისს ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში ესტუმრა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე და მომავალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრებს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის და თანამშრომლობისთვის.
ევროპარლამენტის დელეგაციას ბრიტანელი კონსერვატორი საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.