აქტუალური
საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას გააკეთა.
საუბრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, მხარეებმა „ევრაზიის გვირაბის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრების შეფასებით, აზიისა და ევროპის კონტინენტების დამაკავშირებელი გვირაბი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივის განხორციელებაში. ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსაც დაეთმო.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.