საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ლარის გაუფასურებაზე გავლენა იქონია საგარეო ფაქტორებმა, მაგრამ მთავარი კომპონენტი გაუფასურების არის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა და ის დაანონსებული 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შესთავაზა მოსახლეობას. რეალურად უბიძგა იმპორტიორ კომპანიებს, რომლებსაც შეეხებათ გადასახადების ზრდა, მათ მოთხოვნა გაეზარდათ უცხოურ ვალუტაზე, რომ მარაგები შეექმნათ, ვიდრე აქციზის გადასახადები გაიზრდებოდა", - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.
„ის, რაც ლართან დაკავშირებით ხდება, ეს არის პრობლემების დაგროვების შედეგი, მათ შორის იმ შეცდომების, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დაუშვა“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ, რომელსაც ლარის გასამყარებლად რეკომენდაციები აქვს.
"თუ გვინდა, რომ ლარი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს, რა გადაწყვეტილებაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო ზაფხულში, უნდა გაუქმდეს, უნდა ძველი ნორმატივები აღდგეს“, - აღნიშნა მან.