სამართალი
წულუკიანი პატრიარქის წინააღმდეგ (ვიდეო)

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. "დღეს საქართველოში ნებისმიერ უცხოელს შეუძლია, შეიძინოს ნებისმიერი მიწა. არცერთ უცხოელს დღეს არ აქვს არანაირი შეზღუდვა, მათ შორის არც ფსიქოლოგიური განცდა, რომ ამისგან თავი უნდა შეიკავოს", - აღნიშნა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, მიწის რეგისტრაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.

 ამ საკითხს წლებია, ეწინააღმდეგება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე (ვიდეო იხ. აქ):

 „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება, გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. აი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე“, - განაცხადა პატრიარქმა ქადაგების დროს.