სამართალი
გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და პოლიციის უფროსს შეხვდა

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშო ვიზიტით იმყოფება.

 გიორგი მღებრიშვილი რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს და პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანს შეხვდა.

 შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.

 სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმირ გასპარიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.