საზოგადოება
ქართულ ბაზარზე მოქმედ სააფთიაქო ქსელებს მალე კონკურენტი გამოუჩნდება

eskulapiმცენარეული სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია "ესკულაპი" საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს. "ესკულაპმა", შესაძლოა, აფთიაქების ქსელი გახსნას. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, სადღეისოდ "ესკულაპის" მედიკამენტები ყირგიზეთში გადის, თუმცა მისი სხვა ქვეყნებში გატანაც იგეგმება.

ამ ეტაპზე კომპანია 7 დასახელების მალამოს, ნაყენსა და სიროფს უშვებს, რომლებიც სააფთიაქო ქსელში იყიდება. მალე "ესკულაპი" საკუთარ აფთიაქსაც გახსნის, სადაც ფიტო მედიკამენტები გაიყიდება.