უცხოეთი
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს გაძლიერება რუსეთის საზღვრის სიახლოვეს და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განვითარება რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევებად ჩვენ განვიხილავთ ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების გაძლიერებას რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განვითარება“, – განაცხადა გერასიმოვმა.