უცხოეთი
კიევში ქართველ სტუდენტებს სცემეს - ახალგაზრდების თქმით, მათ ფიზიკურად პოლიცია გაუსწორდა

  საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ. 

 როგორც ქართველები აცხადებენ, დაცვამ პოლიცია გამოიძახა და სამართალდამცველებმა მათ სცემეს.

 ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული დანარჩენ სტუდენტებსაც.

 ქართველი სტუდენტები განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას გამოხატავენ.