საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკურ გეგმას უწუნებს და ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
"გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები ცინიზმის მწვერვალია. რა ეკონომიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს კვირიკაშვილს, როგორი არაკომპეტენტურიც არ უნდა იყოს, უნდა უთხრას (ხალხს), რომ ჩვენ გადაგიჭრით პრობლემას. ამის ნაცვლად პრემიერმა მოსახლეობას მიმართა, რომ თქვენ უნდა დაივიწყოთ დოლარის კურსზე ყურება.
პრემიერის თქმით, მავნებლურია და უპასუხისმგებლობაა საუბარი ოპოზიციის მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე. უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა, როცა ასეთი გაჭირვების დროს გადასახადების ზრდას იწყებ, რაც გაზრდის ფასებს, გააძვირებს ცხოვრებას.
ეს არ არის რადიკალური რეფორმები, ეს არის მავნებლური ხარჯვა. ამით საერთო ეკონომიკას და ლარის კურსსაც დააზიანებენ. ოპოზიციის როლია, მაქსიმალური პოლიტიკური ფასი დაუსვან ხელისუფლებას, როცა ისინი ასე უპასუხისმგებლოდ იქცევიან", - აცხადებს გიგა ბოკერია.