სამართალი
ანა დოლიძე: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე გაჭიანურებული საუბრები ზედმეტად მიმაჩნია

    საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ასრულებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

  "ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ადარდებს მას დღეს, რას შეჭამს, რას ჩაიცვამს და რით გაათბობს ახალ წელს სახლს. ეს გაჭიანურებული საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია ზედმეტად და შეუსაბამოდ ქართულ რეალობასთან. ფაქტი არის ის, რომ 19 ოქტომბერს პირველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასვა საკითხი მზაობისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და საქმიანობასთან დაკავშირებით. დღეს ქვეყნის წინაშე არის ბევრი სერიოზული, ძირითადად ეკონომიკური პრობლემა. შესაბამისად, მოვუწოდებთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენს მთავრობას, ლიდერებს, რომ ჩვენთან ერთად დავკონცენტრირდეთ ამ საკითხების მოგვარებაზე", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

  საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა.