პოლიტიკა
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ

   საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. მანამდე ევროპარლამენტის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის პირველი მოსმენით განხილვის თარიღად 18 იანვარი იყო მითითებული.

  1 თებერვლიდან 3 აპრილისთვის გადაიწია ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამ.

  ამასთან, ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხებული დებულება.