საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. პროცედურულად, დადგენილების მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო კომისია მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში დაკომპლექტდება და მუშაობას შეუდგება.
საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა - 8 წევრით, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - ორი წევრით. გარდა ამისა, კომისიის შემადგენლობში იქნებიან ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმადგენლები.
კომისიის შემადგენლობაში შედიან თავად პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო სუბიექტები - უმრავლესობა, უმცირესობა, უმცირესობის გარეთ დარჩენილი ფრაქცია, ასევე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი.
გარდა ამისა, კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის მინისტრი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.