უცხოეთი
კლინტონის მიმოწერა ინფორმატორმა გადმომცა ტყეში და ეს იცის ცსს–მ, რა შუაშია რუსეთი?! – კრეიგ მიურეი

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. კლინტონის შტაბის ხელმძღვანელის ჯონ პოდესტას მიმოწერა, რომელიც პორტალმა ვიკილიქსმა გამოაქვეყნა აშშ–ში საპრეზიდენტო კამპანიის დროს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ–ის დემოკრატიულ პარტიაში ინსაიდერებისა და არა რუსი ჰაკერების წყალობით. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა უზბეკეთში, კრეიგ მიურეიმ განაცხადა დეილი მეილთან ინტერვიუში.

 დიპლომატი ირწმუნება, რომ ეს დოკუმენტები პირადად მიიღო ინფორმატორისგან ვაშინგტონის შორიახლო მდებარე ტყის მასივში. წყაროს ვინაობის გამჟღავნებაზე მიურეიმ უარი განაცხადა.

 „ამ წერილების წყაროსა და მათ გაჟონვას არავითარი კავშირი არა აქვს რუსეთთან“, – დააზუსტა მიურეიმ.