უცხოეთი
თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მომხრე 568 ადამიანი დააკავეს

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 568 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

 ორშაბათს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის 28 პროვინციაში ჩატარდა. დაკავებულთა შორის „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებიც არიან.

 დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბულში კვირას ტერორისტული აქტი მოხდა. ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა.