საზოგადოება
“თბილისის მეგობრობის სახლში” კონფერენცია გაიმართა

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის მხარდაჭერით და საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით,  თბილისის მეგობრობის სახლში გაიმართა კონფერენცია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ ქალთა ჩართულობა თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.

 ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტში შექმნილი გენდერული საბჭოს წევრები, დედაქალაქის  საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის  მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინელი ფუტკარაძე  და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

 კონფერენციაზე გენდერული თანასწორობის სტრატეგიაზე იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

 შეხვედრაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა.

 კონფერენციაზე, სადაც  შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია-მიმოხილვა გაიმართა, თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი ქალების ჩართულობის ინტენსიურობაზე შეთანხმდნენ.