საზოგადოება
რუხის სავაჭრო ცენტრში კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. სამეგრელო -ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა  და   ორგანიზებით 30  დეკემბერს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხის ახლად აშენებულ  სავაჭრო ცენტრში კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება.

 გამოფენისშექმენი შენი კრეატიული ნაძვის ხე“  - მიზანია  საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების  ჭრის შეჩერება.  გამოფენაში მონაწილეებს კრეატიული ნაძვის ხის შესაქმნელად შეუძლიათ გამოიყენონ ყველაფერი, ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა.

 გამოფენაში მონაწილების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კრეატიული ნაძვის ხის კონკურსში ცნობილი ბრენდები და კერძო კომპანიები ერთვებიან.

 ყველაზე კრეატიული ნაძვის ხის ავტორს დამთვალიერებელი ფარული კენჭისყრით გამოავლენს, გამარჯვებულს კი სპეციალურ პრიზს გუბერნატორი გადასცემს.

 კონკურსში მონაწილეებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე szs.gov.ge@gmail.com ან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/samegrelozemosvanetismxare/ ანდა შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 41 77 25.