სამართალი
საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე ხ.ა. დააკავეს.
ბრალდებულმა თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა.
მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება, ხოლო პირადი ჩხრეკისას - გატაცებული თანხის ნაწილი.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.