რელიგია
ქრისტიანული თვალსაზრისით, ნებისმიერი თრობა, თუნდაც ეს მსუბუქი ნარკოტიკით იყოს, ცოდვაა - მამა თეოდორე გიგნაძე

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას მამა თეოდორე გიგნაძე არ ეთანხმება, რადგან ქრისტიანულად ეს ცოდვად ითვლება. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

 “სახელმწიფოში დანაშაულად არ ითვლება აბორტი, მაგრამ  ქრისტიანულად ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. ასევე არ ითვლება დათრობა დანაშაულად, თუ ის საჭესთან არ დაჯდება, მაგრამ ქრისტიანულად ეს ძალიან მძიმე ცოდვებში ითვლება. აქედან ნებისმიერი თრობის საშუალება, მათ შორის ნარკოტიკი, თუნდაც ეს იყოს მსუბუქი ნარკოტიკი, როგორიცაა მარიხუანა, ცოდვად ითვლება“, - განაცხადა სასულიერო პირმა.