რელიგია
ფონდ "ივერიას" პაატა ბურჭულაძის ნაცვლად გიორგი თავაძე უხელმძღვანელებს

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

 "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2010 წელს დაარსებული ფონდიივერიისაუკვე მეექვსე წელია, მახათას მთაზე ახორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა  პაატა ბურჭულაძე, რომელმაც პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია.

 ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა გიორგი თავაძეს. მოხდა ფონდი რეორგანიზაცია და გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან.

 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს სრულიად საქართველოს. ამ დღეს პირველად დაირეკება მახათას მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.