უცხოეთი
ჰოლანდიაში ბავშვებს ოთხი ერთსქესიანი მშობლის ყოლის ნებას დართავენ, ანუ რას გადაურჩა საქართველო

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. კანონი, რომელიც ერთსქესიანთა ოჯახებს (ერთსქესიან – მდედრობითი ან მამრობითი სქესის მშობლებს) ბავშვების ყოლისა და აღზრდის ნებას რთავს, დასავლეთში უკვე არახალია. და აი დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, ექს–პირველი ლედის სანდრა რულოვსის სამშობლოში ჰოლანდიის მთავრობამ ბავშვებისთვის ოთხი მშობლის ყოლის უფლება დაუშვა!

 სპეციალურმა წარომადგენლობითმა კომისიამ 68 რეკომენდაცია შეიმუშავა ნიდერლანდების თანამედროვე ოჯახური კანონმდებლობის კორექტირებისთვის, რათა იგი „დღევანდელი დღის რეალიებს“ პასუხობდეს – შეტანილი იქნა წინადადება ბავშვების უფლების შესახებ, ჰყავდეთ ოთხი მშობელი იმ შემთხვევაში, თუ წყვილი გაშორდა და თითოეულმა მათგანმა სხვა პარტნიორი არჩია. პარალელურად ნიდერლანდებში დაწევენ ბავშვის ასაკობრივ ზღვარს, როდესაც შესაძლებელია მან განსაზღვროს – ჰომოსექსუალი „მშობლებიდან“ რომელთან იცხოვრებს მათი განქორწინების შემთხვევაში. ასევე, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ოჯახებმა, რომლებმაც სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლეს, იგი ოჯახურ სიაში უნდა ჩართონ.

 სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად რომ დარჩენილიყო, ასეთი კანონი მართლმადიდებელ საქართველოშიც გაჩნდებოდა და ჩვენს გოგონებსა და ბიჭუნებს ორ–ორი დედ–მამა ანუ ოთხი ერთსქესიანი (მამრობითი ან მდედრობითი) მშობელი ეყოლებოდათ...