უცხოეთი
აშშ ბელარუსით დაკავდა

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოცხადდა კონკურსი ბელარუსში ჟურნალისტების დაფინანსებასთან დაკავშირებით: „აშშ–ის სახდეპი 520 ათას დოლარს გამოჰყოფს ბელარუსში დამოუკიდებელი ჟურნალისტების მოსამზადებლად“. „მომზადებული ჟურნალისტების“ ამოცანაა – „სწორად გააშუქონ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები“ (რათა, სახდეპის თვალსაზრისით, „სწორმა“ კანდიდატმა მოიგოს).

 თარგმანი: „აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დემოკრატიის, შრომისა და ადამიანის უფლებების საკითხების ბიურო (DRL) აცხადებენ ღია კონკურსს  პროექტებისთვის განაცხადების მიწოდებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განამტკიცებენ ადგილობრივ დამოუკიდებელ მედიას ბელარუსში. პროგრამამ უნდა გააფართოოს მოქალაქეთა წვდომა ობიექტურ ინფორმაციაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე შიდა და გლობალურ საკითხებზე, აამაღლოს ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიის უნარი, მიიზიდოს მეტი მკითხველი“.

 გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოსა და სხვა აუცილებელ დახმარებას. ტექნიკური დავალების ერთ–ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს პროგრამა, რომელიც შედეგად ბელარუსში სწრაფ და ხანგრძლივვადიან რეფორმებს მოიტანს.