საზოგადოება
ირმა ინაშვილი: დღეს საქართველოში ისეთი ეკონომიკური კრიზისია, როგორიც 90-იან წლებში იყო!

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 „ხელისუფლების პროგრამა ლარიზაციასთან დაკავშირებით არ უშველის ლარს. მე ამას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვუკავშირებ. ხდება ციფრების გაზვიადება, არასწორი მონაცემების გავრცელება. რეალურად ქვეყანა დგას ისეთ ეკონომიკური კრიზისში, როგორიც იყო 90-იან წლებში! ამიტომ „პატრიოტთა ალიანსი“ ამ ბიუჯეტს ხმას არ მისცემს!“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 გუშინ საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 2017 ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა და  ”პატრიოტთა ალიანსს” შეხვდა.