საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. კახა კუკავა პარლამენტის წინააღმდეგ - ამ სახელწოდების სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაიწყო. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.
გასაჩივრდა საარჩევნო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის ის ნორმა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დროს კანდიდატს ავალდებულებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში იცხოვროს.
საჩივრის შეტანა 2014 წელს მოხდა. მაშინ ამ ნორმის გამო გორისა და მარნეულის მერობისა და გამგებლის კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნეს.
„მიგვაჩნია, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და ასევე 29-ე მუხლით გარანტირებულ თანამდებობის დაკავების უფლებას და საკონსტიტუციო კომისიამ ეს მუხლი უნდა ცნოს არაკონსტიტუციურად“, - განაცხადა საია-ს იურისტმა გიორგი გოცირიძემ.