პოლიტიკა
გიორგი გახარია: კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტისა“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან სტანდარტულ შეხვედრებს მართავს

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი მოლაპარაკებები  ყოველ წელს იმართება და მათზე ტექნიკური საკითხები განიხილება.

 ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 13-14 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კომპანია „გაზპრომ-ექსპორტისა“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

 ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კალაძე კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს  ქალაქ ვენაში 13 დეკემბერს შეხვდა, ხოლო კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას ქალაქ მინსკში 14 დეკემბერს შეხვდება.