რელიგია
ილია მეორე: ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა, შესაწირავი და აღვადგინოთ უჯარმა

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. მცხეთაში, სვეტიცხოველის ტაძარში ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი წირვა–ლოცვის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლი დალოცა და იქადაგა.

 პატრიარქის თქმით, ვახტანგ გორგასლის, უდიდესი მეფის სამყოფელი უჯარმაში დღეს მძიმე მდგომარეობაშია.

 "ვახტანგ გორგასლის სამყოფელი იყო უჯარმაში. დღეს, სამწუხაროდ, ის მიტოვებულია. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა,  შესაწირავი და უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასალისა. ღმერთმა ინებოს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს", - აღნიშნა უწმინდესმა.