საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ამ მიზნით, საქართველოს საპატრიარქოში ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.
როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა.
ეკლესია ხუდადოვის ტყის მიმდებარედ აიგება.