პუბლიკაციები
ეს არის თქვენი ნაქები ევროპული ფასეულობები?! მერკელი ფარანჯის ტარების აკრძალვას ითხოვს ( საქინფორმი)

   გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, 6 დეკემბერს ესენში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე გამოსვლისას, მოითხოვა გერმანიაში ფარანჯისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა - ქალის მუსლიმანური სამოსის, რომელიც სხეულს და სახეს მთლიანად ფარავს: “ტანსაცმელი, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, უნდა აიკრძალოს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია! ეს - ჩვენი არ არის! ჩვენთან მიღებული არ არის იმ ტანსაცმლით სიარული, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს და სხეულს!”, - განაცხადა მერკელმა.

 მერკელის თანაპარტიელებით გაჭედილი დარბაზი ფეხზე წამოხტა და კანცლერის ამ განცხადებას მქუხარე ოვაციებით შეხვდა და ყრილობამ ის ხელახლა აირჩია ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ. მერკელის ჩანაფიქრი ნათელია - 2017 წელს ის კვლავ წამოაყენებს თავის კანდიდატურას გერმანიის კანცლერის პოსტზე და ამიტომ მას სურს გამოისყიდოს თავისი დანაშაული ამომრჩევლების – გერმანელების წინაშე. გერმანიას ხომ მისი წყალობით შეესია მილიონი ლტოლვილი სირიიდან, რომლებიც აუპატიურებენ გერმანელ ქალებს მოედნებზე და რომელთაგან თითოეული გერმანელ გადასახადების გადამხდელს თვეში 2000–მდე ევრო უჯდება!

 მაგრამ გერმანია პირველი აქ იქნება - ფარანჯის ტარება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე მოქმედებს, მაგალითად - ჰოლანდიაში, სანდრა-“განმანათლებლის”, ანუ რულოვს-მფატრავის)სამშობლოში, საფრანგეთში კი ფარანჯის ტარება 2011 წლიდან აიკრძალა და 150 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება...

 გვინდა ვკითხოთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს, რომლებიც ყოველდღე აცხადებენ, რომ საქართველო - ევროპის ნაწილია, რომ ქართველები - ევროპელები არიან და ევროპა - ჩვენი სახლია, რომ საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსი ევროკავშირში შესვლაზე არათუ რევიზიას, არამედ განხილვასაც კი არ ექვემდებარება:

 ეს რომელ ევროპაში გვტენით, ბატონებო?! ეს არის თქვენი ნაქები ევროპული ფასეულობები?! ამ ევროპაში სიარულზე ვოცნებობთ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ?

 “ეს - ჩვენი არ არის!” - აცხადებს გერმანელი მერკელი და გერმანიაში კრძალავს აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში მიღებული ეროვნული სამოსის ტარებას, რომელიც მათი უძველესი კულტურის შემადგენელი ნაწილია.

 და ეს - ჩვენია?! განა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ კანონი (ანტიდისკრიმინაციული კანონი), ინცესტი და ევთანაზია - ჩვენია, ქართულია?! მაშ, რა უფლებით გვახვევთ თავს ჩვენთვის უცხო ფასეულობებს?! თქვენ გაკვეთილად ისიც კი არ გამოგადგათ, რომ ევროპის მესამე წამყვანმა ქვეყანამ - დიდმა ბრიტანეთმა - ცოტა ხნის წინ ევროკავშირი დატოვა!

 ესე იგი, თბილისშიც, პლეხანოვზე და რუსთაველზე, სადაც თეთრ და შავ ბალახონებში თავიდან ფეხებამდე გახვეული გამვლელები დიდი ხანია, იშვიათობას აღარ წარმოადგენს და სადაც საქართველოს ხელისუფლების ნებართვით გახსნილი თურქული და არაბული ბარი, ოტელი და ბორდელია, ფარანჯისა და ნიქაბის ტარებას ასევე აკრძალავენ?!

საქინფორმი
2016 წლის 13 დეკემბერი