უცხოეთი
ისრაელის პრემიერ–მინისტრმა სირიის საკითხზე რუსეთთან შეთანხმების შესახებ განაცხადა

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ისრაელი შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთთან სამხედრო კოორდინაციას ახორციელებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 კერძოდ, წყაროს განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიმდინარეობს.

 "ჩვენ შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციას ვახორციელებთ, რადგან ისრაელსა და რუსეთს შორის თვითნებური შეტაკებები არავის სურს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 ისრაელის პრემიერმინისტრი ვლადიმერ პუტინს პირადად დაჰპირდა, რომ სირიის კონფლიქტში არ ჩაერევა, თუმცა აქვე დასძინა, რომ მისი ქვეყნის გავლით სირიაში კონფლიქტს არ დაუშვებს.