საზოგადოება
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში - „გენდერული მეინსტრიმინგი თბილისის მუნიციპალიტეტში“

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის განხილვა გაიმართა.

 საკრებულოს წარმომადგენლებმა კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს.

 კონფერენციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის განხილვაში არასამთავრობო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობენ და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით გამართულ არაერთ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.