საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის პარტიულ ორგანიზაციას შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის დელეგაცია ეწვია

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი სტოკჰოლმის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ტომ სოლერი, ლენა დალსტრომი, ვიქტორ ლოფრენი და ოლოფ პალმის აღმოსავლეთ ევროპის პროექტების კოორდინატორი ინგა ნასლუნდი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჩუღურეთის ორგანიზაციას ეწვივნენ.

 სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მიზნად გამოცდილების გაზიარებას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას ისახავდა, მასპინძლები სტუმრებს რაიონში არსებული მდგომარების, პარტიული ორგანიზაციის მუშაობის, მმართველობით პროცესებში ქალთა ჩართულობის ზრდის საკითხებზე ესაუბრნენ და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.