სამართალი
თამარ ჩერგოლეიშვილი: რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ცოცხების კადრები დადგმულია, ჩვენ ხომ ვიცით, კარანტინში რაც ხდებოდა

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში "შეკითხვის დრო" განაცხადა.

 "რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ცოცხების კადრები დადგმული იყო და მე მჯერა, რომ ის კადრები დადგმული იყო და ბედუკაძე "ეფ-ეს-ბეს" აგენტია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, კარანტინში რაც ხდებოდა. გიორგი ტუღუში მაშინ ტყუილებს წერდა? თუ ტყუილებს წერდა, მაშინ რატომ გვყავს პარლამენტში ჩვენივე დეპუტატად?  ჩვენ ამ პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ. რა შეგვეშალა, ვთქვათ და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ბოდიში, ეს შეგვეშალა, მაგრამ აღარ შეგვეშლება, რადგან ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

 მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც პარტიის მხარდამჭერი, პასუხისმგებლობას გრძნობს.

 „პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს კოლექტიური. მეც კი, როგორც მხარდამჭერი, ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა იმ შეცდომებზე, რაც ამ გუნდმა დაუშვა და ამაზე ხმამაღლა არ ვიყვირე“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.