სამართალი
საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე პაიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას და აღინიშნა როგორც უსაფრთხოების, ისე სამართალდაცვით და სხვა სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გააქტიურების გზებს.