უცხოეთი
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ადგილობრივი მედიის ცნობით, აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების მცდარი იერიშის შედეგად 90–მდე ერაყელი სამხედრო დაიღუპა, კიდევ 100 ადამიანი სერიოზულად დაიჭრა, – იუწყება „ლაიფი“. შეტევის შედეგად დაზიანებულია ასევე ერაყის არმიის სამხედრო ტექნიკა – 8 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 4 ჯავშანავტომანქანა Humvee.