საზოგადოება
თამარ ხულორდავა: რუსი დეპუტატების განცხადებები განწყობას ვერ გაგვიფუჭებს

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებთან რუსეთის დუმას დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის სიტყვების კომენტირებისას აღნიშნა.  რუსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არის "სატყუარა", რომელიც ხალხის ცხოვრებას არ გააუმჯობესებს და მათ ყოფით პრობლემებს არ მოაგვარებს.

 „ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ამ განწყობას ვერ გაგვიფუჭებს კალაშნიკოვი და მისი გამონათქვამები. ჩვენ ვიცით, რომ რუსი პოლიტიკოსები აპლოდისმენტებით არ შეხვდებიან ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ერთი ნაბიჯით წინ გვწევს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის და ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.