საზოგადოება
პარლამენტში უმრავლესობის ოთხი ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება მიღებული.

 პარლამენტში ფრაქცია ექნებათ ზვიად ძიძიგურის კონსერვატიულ პარტიას და გია ჟორჟოლიანის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. გარდა ამისა, ერთ-ერთ ფრაქციას მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი უხელმძღვანელებს.

 განიხილება კიდევ ერთი ფრაქციის შექმნა, რომელსაც გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს. ასეთ შემთხვევაში ფოფხაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადადგომა მოუწევს.