რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქო რეზიდენციაში საერთაშორისო ებრაული სააგენტო „სოხნუთის” ამერიკის დელეგაცია მიიღო

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. 8 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- საპატრიარქო რეზიდენციაში საერთაშორისო ებრაული სააგენტო „სოხნუთის” ამერიკის დელეგაცია მიიღო.

 შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობას შეეხო. სტუმრებმა დიდი მადლიერება გამოხატეს ქართველი ერის მიმართ იმის გამო, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი არასოდეს ყოფილა და დღესაც განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ამ ორ ერს შორის.

 პატივისცემის ნიშნად მათ პატრიარქს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს და წმ. ილია წინასწარმეტყველის საგალობელი შეასრულეს.