სამართალი
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს 15 დეკემბერს უყრიან კენჭს

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კენჭისყრა 15 დეკემბრის დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მანამდე კი, 14 დეკემბრის პლენარულ სესიაზე, დეპუტატები შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებენ.

ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრის საკითხი მას შემდეგ შეიტანეს, რაც 8 დეკემბერს რეგულაცია მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი 7 დეკემბრის გვიან საღამოს შეათანხმეს.

ამასთან, ამკვირას, სავარაუდოდ, გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, რის შემდეგაც ცნობილი უნდა გახდეს, თუ როდის გაიტანენ აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე.